აღმოაჩინე ანტალიის მშვენიერება! საუკეთესო სანაპიროები, ღირშესანიშნაობები და დასასვენებელი ადგილები. დაგეგმეთ თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობა ანტალიაში.
ანტალია – ზღაპრული ადგილი თურქეთში
თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი – ანტალია. ეს ადგილი ნებისმიერ სეზონზე იზიდავს უამრავ ტურისტს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული მემკვიდრეობითა და გემრიელი სამზარეულოთი. აქ დაისვენებთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროებზე, სადაც მთა და ზღვა ერთმანეთს ერწყმის.
რატომ ანტალია ?!
ზღვა და სანაპიროები
ანტალია ცნობილია თავისი გამორჩეული სანაპიროებით, რომლებიც ყველა გემოვნების დამსვენებელს აკმაყოფილებს თავისი მრავალფეროვნებით. აქ დაგხვდებათ როგორც ქვიშიანი, ისე ქვიანი სანაპიროები. ყველაზე პოპულარულია კონალისი, ლარა და ოლიმპოსი. კრისტალივით სუფთა წყალი და თეთრი ქვიშა იდეალურად მშვიდ გარემოს ქმნის.
ისტორიული და კულტურული ძეგლები
ანტალია მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ქალაქს. ისტორიულ ნაწილში, ქალეჩიში, ძველი სახლები, ვიწრო ქუჩები და შუასაუკუნეების კედლები თითქოს ანტიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.ანტალიაში შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი უძველესი ადგილები, როგორიცაა ჰადრიანეს კარი, ანტალიონის მუზეუმი და მინიატურული ქალაქი.
თავგადასავლებით სავსე დასვენება
ანტალია საუკეთესოა აქტიური დასვენებისთვის. თუ გიყვართ თავგადასავლები, აქ დაგხვდებათ სკუბადაივინგი, რაფტინგი და პარაგლაიდინგი. ტაურუსის მთები ტურისტებს სთავაზობს სალაშქრო გზებსა და სასრიალო ტრასებს.
გასაოცარი ბუნებრივი მემკვიდრეობა
ანტალიის მიდამოები მდიდარია ბუნებრივი სილამაზით, მათ შორისაა ფაზელისი, ხარიარლი და ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი კურუშუნლუ, დიუდენისა და მანავგატის ჩანჩქერები. აქაური სუფთა და მშვიდი გარემო ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.
სავაჭრო ცენტრები ბედნიერი შოპინგისთვის
ანტალია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია შოპინგისთვის. ადგილობრივი ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები გთავაზობენ, როგორც ტრადიციულ სამოსს, ასევე თანამედროვე ბრენდებსაც. თქვენ იქ იპოვით არაბულ სამკაულებს, კერამიკასა და კილიმებს, რომლებიც დამახასიათბელია თურქეთის კულტურისთვის.
საოცარი კულინარია
ანტალიაში ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ ადგილობრივი კერძები. თურქული სამზარეულო სავსეა არომატული სუნელებითა და გემრიელი კერძებით, როგორებიცაა ადანას ქებაბი, ლაჰმაჯუნი, ბაქლავა და აირანი. ის ასევე, ცნობილია ზღვის პროდუქტებითა და სანაპიროზე მდებარე ულამაზესი რესტორნებით, სადაც ხედი დამატებითი სიამოვნებაა.
საუკეთესო პერიოდი ანტალიაში ვიზიტისთვის
ანტალია სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს, მაგრამ საუკეთესო დრო მაინც გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც ამინდი თბილი და სასიმოვნოა. ზაფხულში, ტემპერატურა შეიძლება 35 გრადუსამდეც გაიზარდოს, რაც იდეალურია სანაპიროზე დასასვენებლად, თუმცა შიდა ტურებისთვის ცოტათი ცხელა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი უფრო კომფორტულად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქი და ახლომდებარე ღირშესანიშნაობები თბილ ამინდში.
როგორ მოვემზადოთ ანტალიაში მოგზაურობისთვის?
შეადგინეთ განრიგი: მოინახულეთ ძველი ქალაქი, სანაპიროები და მუზეუმები. ასევე, არ დაგავიწყდეთ გამორჩეული ბუნებრივი ადგილები.
შეარჩიეთ შესაფერისი საცხოვრებელი: ანტალიაში არის სასტუმროების დიდი არჩევანი, როგორც ლაქშერი, ასევე ბიუჯეტური ვარიანტებიც.
გამოიყენეთ აპლიკაციები ჯავშნებისთვის: სასურველია, წინასწარ დაჯავშნოთ სასტუმროები და ტურები, განსაკუთრებით პიკის სეზონზე. მნიშვნელოვანია მუზეუმის ბილეთების ადრიანად ყიდვა, რათა თავი აარიდოთ უსასრულო რიგებს.
ისარგებლეთ TAXFREE-ით: არ დაგავიწყდეთ, რომ თურქეთში შეგიძლიათ TAXFREE გამოიყენოთ, რაც შოპინგის დროს დამატებით შეღავათებს მოგცემთ.
საბოლოოდ რას გვპირდება ანტალია?
ეს არის ნამდვილი ჯადოსნური ადგილი, რომელიც სავსეა ბუნებრივი სილამაზით, ისტორიული მემკვიდრეობითა და კომფორტულად დასვენებისთვის ყველა საჭიროებით. ეს ქალაქი თურქეთის ზღვისპირა სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი ადგილები და დატკბეთ ხმელთაშუა ზღვის თბილი წყალებით.
თუ გსურთ დაუვიწყარი დასვენება, ანტალია საუკეთესო არჩევანია.