თურქეთი მხოლოდ ულამაზესი პლაჟები, გემრიელი საკვები და ბაზრობებია? თურქეთი, პირველ რიგში, სტუმართმოყვარეობაა, და სწორედ სასტუმროებში ვხვდებით ამ კულტურის ყველაზე ნათელ გამოხატულებას.
თურქეთის სასტუმროები უნიკალურია, რაც მრავალ დეტალშია ჩადებული, ისინი ქმნიან გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ ვარსკვლავებით არ იზომება. სასტუმროში შესვლიდან რამდენიმე წუთში ხვდები, რომ აქ შენ სტუმარი კი არა, ოჯახის წევრი ხარ.
ყოველთვის არის ვინმე, ვინც გაგიღიმებს, მიგიღებს, მოგესალმება. ეს შეიძლება იყოს კონსიერჟი, რომელიც ქართულად გესალმება, ან მზარეული, რომელიც შენს თეფშს განსაკუთრებულად მოამზადებს. ბევრი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უბრალოდ ლაქშერულ სერვისს გთავაზობს, თურქეთში კი ბევრი მათგანი ნამდვილ სითბო და კომფორტი იგრძნობა.
დასვენება, რომელიც არ მთავრდება ოთახის ზღურბლზე
საოცარი ე.წ. all inclusive კონცეფცია კი ცალკე თავგადასავალია. უზარმაზარი არჩევანი, შოუ-პროგრამები, თბილი აუზები ღამით, თურქული აბანოები და სპა ცენტრები, რომლებიც იმავე დღესაც კი ხსნიან დაღლილობას. მაგრამ მთავარი მაინც დეტალებშია, სუფთა ოთახში დაგხვდება დაკეცილი პირსახოცი გულების ფორმით, ან ბავშვებისთვის დატოვებული პატარა სიურპრიზი. ასეთი რაღაცები მოგზაურობის დროს ყოველთვის გვამახსოვრდება.
თუ თვლი, რომ სასტუმრო მხოლოდ ღამის გასათენებლადაა, მაშინ თურქეთში მოგზაურობა აუცილებლად შეგიცვლის აზრს. აქ ზოგჯერ სასტუმროდან გასვლაც არ მოგინდება, იმდენად საოცარია ყველაფერი: ზღვა, გემრიელი საჭმელი, სასიამოვნო მუსიკა და ღამის ცხოვრებაც კი, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზევეა ხელმისაწვდომი.
კომფორტი ყველა ბიუჯეტისთვის და გემოვნებისთვის
ამას ემატება ფასების მრავალფეროვნება, თურქეთში შეგიძლია ისე დაისვენო, რომ არც ბიუჯეტს გადასცდეთ და არც ხარისხის კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა. მცირე ბუტიკ სასტუმროებიც არანაკლებ შთამბეჭდავი და სტუმართმოყვარეა, ვიდრე დიდებული რეზორტები.
შეიძლება მხოლოდ ზღვისპირა ქალაქებზე ფიქრობ, მაგრამ თურქეთში სასტუმროები მთაშიცაა საოცრებად გადაქცეული, მარმარისის სიმწვანეში ჩაფლული კოტეჯები, კაპადოკიის კლდეებში გამოკვეთილი ნომრები, ან სტამბოლის ბოსფორის ხედით გაჯერებული ტერასები, ყველგან არის რაღაც განსაკუთრებული.
ამ სასტუმროებში ერთხელ ყოფნა არაა საკმარისი, მოგზაურობის დასრულების შემდეგ სულ გინდათ, რომ ისევ იქ დაბრუნდეთ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იქედან წამოსვლა ბოლო დღეს საერთოდაც არ გვსურს.
დაგეგმე მოგზაურობა და გაატარე დაუვიწყარი დღეები თურქეთის სასტუმროებში !