ფეტიე არის საოცნებო ადგილი, სადაც განსაცვიფრებელი პეიზაჟები, უძველესი კულტურა და მშვიდი ატმოსფერო ერთმანეთს ჰარმონიულად აერთიანებს. ეს ქალაქი ყველასთვის საოცნებო ადგილია, სადაც თავგადასავლების სამყარო გელოდებათ. ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ, თუ რა ხდის ფეტიეს ასეთ განსაკუთრებულს.
ზღაპრული სამყარო
ფეტიე ცნობილია თავისი კრისტალურად სუფთა წყლებით და თვალწარმტაცი სანაპირო ზოლით, რაც მას ზღვის მოყვარულთა სამოთხედ აქცევს. დაიწყეთ თავგადასავალი ნავის ტურით, რათა შეისწავლოთ ფარული ყურეები, განსაცვიფრებელი პლაჟები და საკულტო ადგილები, როგორიცაა პეპლების ველი და ჯემილერის კუნძული. უფრო მეტის აღმოსაჩენად, დაჯავშნეთ ტრადიციული თურქული გულეტ კრუიზი.
მზის ჩასვლის მაგია
დაგეგმეთ ერთი საღამო ბაბადაღის მთაზე, სადაც პარაპლანები აფრინდებიან ცაში, სწორედ მზის ჩასვლისას. ასევე, მშვიდი საღამოსთვის შეგიძლიათ Çaliş Beach-ზე გაისეირნოთ და იქედან დატკბეთ მზის ჩასვლის უნიკალური ფერებით. ხოლო, თუ გსურთ დღის ეს მონაკვეთი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში გაატაროთ, კაიაკოის მოჩვენებათა სოფლის უძველესი ნანგრევები საუკეთესო არჩევანია.
ისტორიაში მოგზაურობა
ფეტიეს განსაკუთრებული ისტორია აქვს, მას ლიკიური ცივილიზაციის კვალი ეტყობა. ეწვიეთ შთამბეჭდავ, კლდეში ნაკვეთ ლიკიურ სამარხებს, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს, ან გაისეირნეთ უძველეს ქალაქ ტლოსში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა.
დაისვენეთ და განიტვირთეთ
მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, ფეტიე იდეალური კურორტია. გაატარეთ ერთი დღე კაბაკის ველის სანაპიროზე ან ისიამოვნეთ თურქული ჰამამით, ეს რიტუალი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. ასევე, შეგიძლიათ განტვირთვისთვის რომელიმე კაფე აირჩიოთ და თურქული ჩაიც დააგემოვნოთ ბაქლავასთან ერთად.
მიირთვით ადგილობრივი არომატები
ფეტიეში მოგზაურობა სრულყოფილი ვერ იქნება კულინარიული თავგადასავლების გარეშე. მიირთვით ახალი ზღვის პროდუქტები თევზის ბაზარში, სადაც შეგიძლიათ თქვენით აირჩიოთ ცოცხალი თევზი და შეაწვევინოთ. დააგემოვნეთ ტრადიციული თურქული მეზები, წვნიანი ქაბაბი და ტკბილი კერძები, როგორიცაა ბაქლავა. ხოლო საღამოს შეგიძლიათ rooftop რესტორანს ესტუმროთ, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
ფეტიე აერთიანებს ბუნებრივ სილამაზეს, მდიდარ ისტორიას და მიმზიდველ ატმოსფეროს. ეს ქალაქი ნებისმიერი მოგზაურისთვის საოცნებო ადგილია. მოიწყვეთ განსაკუთრებული დასვენების დღეები და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები.
შეარჩიეთ ტური ფეტიეში და დაიწყეთ თქვენი საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვა დღესვე !