კაპადოკია თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონია, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური კლოდოვანი წარმონაქმნებით, უძველესი ისტორიული მემკვიდრეობითა და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც ყველა ასაკისა თუ ინტერესის მქონე მოგზაურს მოიზიდავს.
თუ თქვენ აპირებთ დაგეგმოთ ტური კაპადოკიაში ეს სტატია დაგეხმარებათ შეადგინოთ იდეალური მარშრუტი.
რატომ უნდა ეწვიოთ კაპადოკიას?
კაპადოკია რეგიონის უნიკალური სიმბოლოა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ვულკანური აქტივობების შედეგად. მთის ვულკანური ფერფლი დროთა განმავლობაში გადაიქცა ტუფად, ხოლო ქარმა და წყალმა ეს ტუფი უნიკალურ “ზღაპრულ კოშკებად” გარდაქმნა.
გარდა ბუნებრივი სილამაზისა, კაპადოკია კულტურულად და ისტორიულადაც გამორჩეული ადგილია. აქ შეგიძლიათ იხილოთ კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და საცხოვრებლები, რომლებიც აქ უძველესი ცივილიზაციების არსებობაზე მიგვანიშნებენ.
მთავარი ღირსშესანიშნაობები კაპადოკიაში
გორემეს ღია მუზეუმი
გორემეს ღია მუზეუმი კაპადოკიის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც იუნესკოსს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. აქ კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და მონასტრები ინახავს ქრისტიანული ხელოვნების უნიკალურ ფრესკებს, რომლებიც X – XIII საუკუნეებით თარიღდება.
ზელვეს ხეობა
ზელვეს ხეობა კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი კლდოვანი საცხოვრებლები და მონასტრები, რომლებიც ოდესღაც ადგილობრივებისთვის თავშესაფარს წარმოადგენდა.
დერინქუის მიწისქვეშა ქალაქი
დერინქუი უძველესი მიწისქვეშა ქალაქია, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ ადრეულ ცივილიზაციებში თავს როგორც იცავდნენ და რა იყო მათთვის უსაფრთხო ადგილი, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიის მოყვარულებისთვის.
ქეშლარის ხეობა
ქეშლარის ხეობა ბუნების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ მწვანე ხეობებში და დატკბეთ საოცარი ხედებით, რომლებიც გარშემორტყმულია კაპადოკიის ზღაპრული ლანდშაფტით.
რა აქტივობები უნდა დაგეგმოთ?
საჰაერო ბურთით ფრენა
საჰაერო ბურთით ფრენა კაპადოკიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა. ყოველდღიურად, ასობით ბურთი ადის ცაში, რათა ტურისტებმა მზის ამოსვლის შთამბეჭდავი სანახაობა ზემოდან იხილონ. ეს აქტივობა უკვე წლებია ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი რამაა.
ლაშქრობა
კაპადოკიის ხეობები იდეალური ადგილია ლაშქრობისთვის. განუვითარებელი ბუნება და მრავალი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის დონით საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ რეგიონის დაფარული სილამაზე.
ისტორიული და კულტურული ტურები
დასვენება კაპადოკიაში შეუძლებელია კულტურული ტურების გარეშე. გაიცანით რეგიონის მდიდარი ისტორია და მოინახულეთ უძველესი ეკლესიები, მონასტრები და საცხოვრებლები, რომლებიც საუკუნეების წინ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო.
ადგილობრივი სამზარეულო
კაპადოკია ცნობილია თურქული სამზარეულოს უნიკალური არომატებით. აუცილებლად გასინჯეთ თესტი კაბაბი (თიხის ჭურჭელში მომზადებული ხორცი) და სხვა ტრადიციული კერძები.
როდის არის საუკეთესო დრო კაპადოკიაში მოგზაურობისთვის?
კაპადოკიის ამინდი სეზონების მიხედვით იცვლება, თუმცა ტურისტებისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ სეზონებში ამინდი ზომიერია და ტურისტებს საშუალებას აძლევს, კომფორტულად იმოგზაურონ. ზაფხულში ტემპერატურა შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ხოლო ზამთარში საკმაოდ ცივი, თუმცა თოვლით დაფარული კაპადოკია განსაკუთრებით ლამაზი და მყუდროა.
როგორ დავგეგმოთ ტურები კაპადოკიაში?
ტურების დაგეგმვისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რა ტიპის აქტივობები გაინტერესებთ. თუ საჰაერო ბურთით ფრენა, გირჩევთ ეს წინასწარ დაჯავშნოთ, რადგან ადგილები მალე ივსება. ასევე, ტურისტული პაკეტები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტირებას, გიდს და რამდენიმე აქტივობას, შეიძლება დროული და ფინანსურად მომგებიანუ აღმოჩნდეს.
რაც შეეხება, საცხოვრებელ ადგილებს, აქ იპოვით, როგორც თანამედროვე ლაქშერულ სასტუმროებს, ასევე ბიუჯეტურ ვარიანტებსაც. ხოლო, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც იმ კლდოვანი წარმონაქმნების სახლებში ყოფნაა, იქ სპეციალურადაა გაკეთებული სასტუმროები ტურისტებისთვის, რაც გაძლევთ საშუალებას თქვენი მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე და უნიკალური გახადოთ.
—
კაპადოკია ის ადგილია, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. მისი უნიკალური ბუნებრივი ფორმაციები, უძველესი ისტორიული ძეგლები და მრავალფეროვანი აქტივობები რეგიონის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის.
თუ ეძებთ იდეალურ ადგილს დასვენებისთვის, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ბუნებით, ასევე კულტურით, კაპადოკია საუკეთესო არჩევანი იქნება.
აღარ დაკარგოთ დრო, დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა დღესვე და გაემგზავრეთ კაპადოკიის ზღაპრულ სამყაროში !
დაჯავშნე კაპადოკიის ტური ჩვენთან !